“პირველად ისტორიაში, მოხდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება და გვაქვს 12 პუნქი შესასრულებელი იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი,” - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნებამ“ ამასთან დაკავშირებით კონკრეტული სამოქმედო გეგმა მიიღო.
„რას გულისხმობს ეს გეგმა. თითოუელ მათგანზე განსაზღვრულია კონკრეტული პასუხისმგებელი პირი თუ უწყება, თუ რა ფორმატში შეიქმნება სამუშაო გუნდი. განსაზღვრულია კონკრეტული ვადები, თუ როდის დაინიცრდება კანონპროქტია. განსაზღვრულია კონკრეტული ადამიანები, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. ვიწვევთ ყველა აქტორს, ვისაც კი აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი. ახლა არ არის დრო უსაგნო, არაფრის მომცემ შეურაცხყოფასა თუ დებატებში გადავიტანოთ პოლიტიკა - ახლა არის მუშაობის დრო, რომლის გეგმა „ქართულმა ოცნებამ“ დადო“, - განაცხადა ამილახვარმა.