logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში არის ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიცია, რომელიც ვიწრო პარტიულ ინტერესებს გვერდზე გადადებს და ისეთ დიად იდეას, რომელსაც ჰქვია ევროკავშირისკენ მისწრაფება - შემოუერთდება
- +

2 ივლისი. 2022. 20:53

 

 

“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიცია, რომელიც ვიწრო პარტიულ ინტერესებს გვერდზე გადადებს და ისეთ დიად იდეას, რომელსაც ჰქვია ევროკავშირისკენ მისწრაფება - შემოუერთდება და ისტორიულ პროცესში მონაწილეობას მიიღებს,” - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქართული ოცნების“ წარდგენილ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ამ პროცესში მარტო არ იქნება, მაგრამ შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, მათი პირვანდელი განცხადებებიდან გამომდინარე, შესაძლოა საქართველოს პარლამენტში მუშაობის ნაცვლად, პარლამენტის წინ კარვებში ჯდომა აირჩიონ. ეს არის მათი პოლიტიკური აწმყოც და წარსულიც“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი კონტრწინადადება თუ გეგმა, რომელიც ორიენტირებული იქნება პუნქტების უკეთესად განხორციელებისკენ, ხელისუფლებისგან იქნება მზაობა, რომ მათი წინადადება მიიღონ.

 

„ოპოზიციის მხრიდან, ნებისმიერ პუნქტთან დაკავშირებით თუ წარმოდგენილი იქნება ალტერნატიული, გონივრული, უკეთესი წინადადება, ჩვენ გვაქვს ყველანაირი მზაობა, ყველანაირი ფორმატები გაგვაჩნია პარლამენტში, როგორც კომიტეტებში, ასევე სამუშაო ჯგუფებში. არის ამის საშუალება, მზაობა, რომ თუ რეალურად ჩვენ გადავალთ საგნობრივ, შინაარსობრივ სამუშაო პროცესზე, „ქართული ოცნება“ იქნება აბსოლუტურად ადეკვატური ამ საკითხთან. ნებისმიერ კონტრწინადადებას თუ გეგმას, რომელიც ორიენტირებული იქნება ამ პუნქტების უკეთესად განხორციელებისკენ, ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ ამ საკითხებზე ოპოზიციასთან შევთანხმდეთ და მათი წინადადება მივიღოთ“, - აღნიშნა ამილახვარმა.

 

ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას ის გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულებას აპირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner