logo_geo
eng_logo
კოკა კაციტაძე: სიამოვნებით ჩავერთვებით ნებისმიერ სამუშაო ფორმატში, რომელიც გულისხმობს და ითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და ინსტიტუციურ გაძლიერებას
- +

2 ივლისი. 2022. 21:29

 

 

“სიამოვნებით ჩავერთვებით ნებისმიერ სამუშაო ფორმატში, რომელიც გულისხმობს და ითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და ინსტიტუციურ გაძლიერებას - ეს პირველ რიგში გულისხმობს მთელი რიგი საკითხების განხილვას, რომელმაც სამსახური ამ მიმართულებით უნდა გააძლიეროს,” - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახლად არჩეულმა ხელმძღვანელმა კოკა კაციტაძემ „ქრონიკაში“ განუცხადა.

 

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო სამსახური არის დამოუკიდებელი, ეს არის უზრუნველყოფილი კანონით და ის ექვემდებარე მხოლოდ საქართველოს პარლამენტს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია. რაც შეეხება საკუთარი დამოუკიდებელი პროკურორების ყოლას, ასეთი მოდელი არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს“, - განაცხადა კაციტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner