“მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ არანაირი ევროკავშირისკენ მისწრაფების გაერთიანების იდეა არ არის ხვალინდელი თავყრილობა, ეს არის ვიწროპარტიული დესტრუქციული ოპოზიციური პარტიის მორიგი მცდელობა,” - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ 3 ივლისს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„მერამდენედ ვისმენთ მათგან, რომ ეს არის ბოლო გაბრძოლება, ბოლო გაბრწყინება იბერიისა და მიხეილ სააკაშვილის. თუ ჩვენ ასე გვინდა ევროპისკენ სვლა, მაშინ „ქართულ ოცნებას“ ამ გზაზე მარტო სიარული მოუწევს, მაგრამ თუ მათ სურთ, რომ საზოგადოებას დაანახონ რომ არიან პროევროპულები არა მხოლოდ რიტორიკით, არამედ ქმედებებით, მაშინ ხვალინდელ აქციაზე დროისა და ენერგიის ხარჯვას, სჯობს ორშაბათიდან პარლამენტში მოვიდნენ, სადაც 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელების პირველი ეტაპები დაიწყება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა: ახლა დგება სიმართლის მომენტი, ან ახლა, ან შეიძლება აღარასოდეს - 3 ივლისს, მე, პუტინის პირადი ტყვე, მთელი სულით და გულით ვიქნები რუსთაველზე.