logo_geo
eng_logo
კოკა კაციტაძე: პირველივე დღიდან, როგორც კი სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეიქმნა, ვამბობთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება არის ამ სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი
- +

2 ივლისი. 2022. 22:02

 

 

“პირველივე დღიდან, როგორც კი სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეიქმნა, ვამბობთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება არის ამ სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი,” - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა კოკა კაციტაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგები გვაქს. დაახლოებით 9 სისხლის სამართლის საქმეზე ვაწარმოებთ გამოძიებას და უკვე 6 პირის მხილება მოვახდინეთ დანაშაულში, რომელთა მხრიდანაც ადგილი ჰქონდა კონკრეტული ჟურნალისტების, გადამღები ჯგუფის თუ ოპერატორის მიმართ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს. სამსახური უმკლავდება ამ გამოწვევას და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომავალში ამ ტიპის საქმეების გამოძიება იყოს რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

 

მან ასევე ისაუბრა სამართალდამცავების მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით 79 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებენ.

 

„რაც შეეხება დანაშაულებს, რომელიც ეხება სამართალდამცავების მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს, მათ შორის ყოფით ნიადაგზე, ასევე ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის ფაქტებს, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე გახდა, ამ მიმართულებით 79 სისხლის სამართლის საქმეზე ვაწარმოებთ გამოძიებას და ჩვენ მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად 16 პირის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა და მათ შორის არის 10 საჯარო მოხელე.

 

ამ მიმართულებით არსებობს მთელი რიგი გამოწვევები, რომელსაც გამოძიებაში ვაწყდებით. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, ვქმნით პრევენციის საბჭოს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იქნება ამ პრობლემებზე წინასწარ საუბარი და ამ ხარვეზების გამოსასწორებლად სათანადო დასკვნების გაკეთება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner