ავტორი ალა გრიგალაშვილი
ახალშექმნილი ანსამბლი „ალეგრო" პირველ ალბომზე მუშაობს. ალბომში ლიბერ-სტილში შესრულებული 8 სიმღერა შევა.
„აგვისტოში გავმართავთ ალბომის პრეზენტაციას, ეს იქნება გაცნობითი ხასიათის. სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს, რამდენიმე ენაზე ჩავწეროთ სიმღერები, ძირითადად ესპანურ ვარიანტზე ვფიქრობთ. ასევე გეგმაში გვაქვს, ევროპაში გავიტანოთ ჩვენი შემოქმედება", - განაცხადა მაჯგალაძემ.
ანსამბლი „ალეგრო" 4 თვის წინ ჩამოყალიბდა. მისი წევრები მუსიკალურმა წარსულმა, პროფესიონალიზმმა და ქართულ მუსიკაში ახალი, განსხვავებული მუსიკალური სტილის დამკვიდრების სურვილმა გააერთიანა. „ალეგრო" იტალიურად მხიარულს ნიშნავს, მუსიკალური დეფინიციით კი - რიტმის აჩქარებას. როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, ანსამბლი შეეცდება, ალეგროს მნიშვნელობა მუსიკალურ რეპერტუარზე აისახებოდეს.
ახალი მუსიკალური ანსამბლის პირველი ალბომი დღის სინათლეს აგვისტოში იხილავს.