logo_geo
eng_logo
ისრაელის პრემიერი: რატომ არის ისრაელში პოლარიზაცია უფრო საშიში, ვიდრე ოდესმე ყოფილა? პოლიტიკური სფერო სულ უფრო და უფრო ძალადობრივი და მანკიერი ხდება - ეს უნდა შევწყვიტოთ, ეს ჩვენი გამოწვევაა
- +

3 ივლისი. 2022. 00:46

 

 

ისრაელის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია ისრაელისთვის გამოწვევაა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური სფერო სულ უფრო და უფრო უკიდურესი, ძალადობრივი და მანკიერი ხდება.

 

„ისრაელისთვის მნიშვნელოვანი კითხვა შემდეგია: რატომ არის, რომ მაშინ, როდესაც ფართო ეროვნული თანხმობა გვაქვს ყველა მნიშვნელოვან თემაზე, სიძულვილისა და შფოთვის დონე ისრაელის საზოგადოებაში ასე მაღალია? რატომ არის პოლარიზაცია უფრო საშიში, ვიდრე ოდესმე ყოფილა?

 

პასუხი არის - პოლიტიკა. ისრაელში ექსტრემიზმი ქუჩიდან პოლიტიკაში არ მოდის. პირიქითაა. [პოლარიზაცია] პოლიტიკიდან ქუჩებში ლავასავით მიედინება. პოლიტიკური სფერო სულ უფრო და უფრო უკიდურესი, ძალადობრივი და მანკიერი ხდება და ისრაელის საზოგადოებასაც თან ითრევს. ეს უნდა შევწყვიტოთ. ეს ჩვენი გამოწვევაა.

 

ჩემს ოფისში [ისრაელის პარლამენტში] ორი სურათია: დავიდ ბენ-გურიონისა და მენახემ ბეგინის. ორი პოლიტიკური მეტოქე, თუმცა ასევე ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენ გვყავდა. ისინი ხშირად კამათობდნენ, მაგრამ ასევე ყოველთვის ახსოვდათ, რომ ერთი და იგივე მიზანი ჰქონდათ - ისრაელის სახელმწიფოს სიძლიერისა და ზნეობრივი სახის გაძლიერება.

 

ეს მიზანი უფრო დიდია, ვიდრე ყველაფერი, რაც გვყოფს. ჩვენი გამოცდა ის კი არ არის, გავიმარჯვეთ თუ არა კამათში, არამედ ვისწავლეთ თუ არა იმ გზის პოვნა, რომ ვიმუშაოთ მათთან, ვინც არ გვეთანხმება“, - აღნიშნა იაირ ლაპიდმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner