logo_geo
eng_logo
ოპოზიციის შემხვედრი ნაბიჯი, ალოგიკური და ყოვლად მიუღებელია, თანამშრომლობის ნაცვლად კონფრონტაცია აირჩიეს - დავით ჩიხელიძე
- +

3 ივლისი. 2022. 01:15

 

 

„ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზება კვლავ დიდ პრობლემად რჩება, სამწუხაროდ პოლარიზება არა კონკრეტულ პარტიასთან ჭიდილში, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიხატება. ევროკავშირის წევრობა ის გარდამტეხი წერტილი უნდა ყოფილიყო, როდესაც ერის კონსოლიდაცია, ერთი საერთო მიზნის გარშემო მოხდებოდა, მაგრამ.... მაგრამ ოპოზიცია გაუკუღმართებული პოლიტიკის გატარებას განაგრძობს და გვაჩვენებს, რომ მათთვის მთავარი თანამდებობაა და არა ქვეყნის მომავალი“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარ ანტიდასავლურობას ამტკიცებს და ნებსით თუ უნებლიეთ რუსულ საქმეს აკეთებს:

„გუშინ მმართველმა გუნდმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კონკრეტული 12 პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელშიც მკაფიოდ არის გაწერილი რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო თითოეული ნაბიჯი, ასევე, დათქმულია სამუშაოების ჩატარების და რეკომენდაციის შესრულების კონკრეტული ვადები. მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი გეგმა რეალისტური და შედეგზე ორიენტირებულია. ლოგიკურია, რომ მთავრობის ინიციატივას ოპოზიციის შემხვედრი ნაბიჯი მოჰყოლოდა, რომელიც გარკვეულწილად პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობდა ხელს, (პოლარიზაციის შესრულება ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა და მისი შესრულება ოპოზიციის ძირითადი მოვალეობაა). ოპოზიციის შემხვედრი ნაბიჯი, ალოგიკური და ყოვლად მიუღებელია, თანამშრომლობის ნაცვლად კონფრონტაცია აირჩიეს. მათ არა დეპოლარიზაცია, არამედ პოლარიზაციის გაღრმავება და ქვეყნის წინსვლის შეჩერება სურთ.... ოპოზიციის ქმედება, რომელიც მოსახლეობას აქციებისკენ, მთავრობისგადადგომისკენ და დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს, აღქმული უნდა იქნას როგორც მტრულ დამოკიდებულება/ქმედება საკუთარი სამშობლოს მიმართ, რომელიც ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს. ოპოზიცია საკუთარ ანტიდასავლურობას ამტკიცებს და ნებსით თუ უნებლიეთ რუსულ საქმეს აკეთებს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner