logo_geo
eng_logo
ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- +

3 ივლისი. 2022. 01:40

 

 

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ18-კმ54 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრზე მდ. რიონი ადიდდა და გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც აღნიშნული საავტომობილო გზის კმ18-კმ54 მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner