ბოლო პერიოდში პაატა ბურჭულაძის პარტია - „სახელმწიფო ხალხისათვის" არაერთმა პარტიის წევრმა დატოვა.
პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის" დატოვეს:
„სახელმწიფო ხალხისთვის" ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ბუკიამ და 80-მდე აგიტატორმა, პარტიის თბილისის შტაბის უფროსმა იოსებ ხიმშიაშვილმა გუნდთან ერთად.
პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" ასევე დატოვეს ბათუმის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, „სახელმწიფო ხალხისათვის" ისნის #8 საარჩევნო ოლქის აღმასრულებელმა მდივანმა, ამავე პარტიის ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ პინაიშვილმა, ბორჯომის დამკვირვებელთა კოორდინატორმა თემურ ლურსმანაშვილმა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ზაზა ჭურღულიამ და ათეულობით აქტივისტმა.
პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის" ყოფილი წევრები პარტიიდან წასვლის მიზეზად ბურჭულაძის პარტიის „ნაციონალურ მოძრაობასთან" და მის წარმომადგენლებთან ურთიერთობას და ფინანსების არქონას ასახელებენ. მათი განცხადებით, პარტიის ხელმძღვანელობა შემჩნეულია ყოფილი ხელისუფლების ლიდერებთან და „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტ პარტიებთან აქტიურ კავშირში.