2022 წლის შემოდგომისთვის, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ოფიციალური პირები გეგმავენ, ჩაატარონ რეფერენდუმი ხერსონის ოლქის რუსეთთან შეერთების შესახებ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განახლებულ სადაზვერვო მონაცემებშია აღნიშნული.
„რუსეთის მხარდაჭერილმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ რეფერენდუმს 2022 წლის შემოდგომისთვის ჩაატარებენ. როგორც ჩანს, რუსეთისთვის პრიორიტეტულია ფსევდოკონსტიტუციური კენჭისყრა“, - აცხადებენ უწყებაში.