ფიტნეს-ინსტრუქტორის პროფესიის შემსწავლელი კურსის ფარგლებში, მსჯავრდებულებმა ტრენინგი სპორტულ ფსიქოლოგიაშიც გაიარეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, სამი თვის განმავლობაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტის მეორე ეტაპში 30 მსჯავრდებული მონაწილეობდა. მათ სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
მიღებული ცოდნა მსჯავრდებულებს გათავისუფლების შემდგომ დასაქმებაში დაეხმარება.
სასწავლო პროცესს ფიტნეს-აკადემიის წამყვანი სპეციალისტები უძღვებოდნენ.