logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ამ უტიფარ-მკვლელ პუტჩისტებს ჰყოფნით თავხედობა და დღესაც გადატრიალებით იმუქრებიან!
- +

3 ივლისი. 2022. 17:14

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ვინ გეგმავს გადატრიალებას საქართველოში?!

 

1991 წლის 22 დეკემბერს თენგიზ კიტოვანის და რუსი გენერლის ბეპაევის ბრძანებით,  „ორმა მოღალატემ“ - დევი ჭანკოტაძემ და აკია ბარბაქაძემ პირველებმა გაუხსნეს ცეცხლი ზვიად გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას!

 

„მოღალატე“ დევი ჭანკოტაძემ პირდაპირი დამიზნებით ზარბაზნიდან ჭურვი ესროლა მე-3 სართულზე განლაგებულ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას კაბინეტს (პრეზიდენტმა სულ რამდენიმე წუთით გაასწრო აფეთქებას) ანუ ზვიადის მკვლელობის მცდელობა ჰქონდა!!!

 

ამ უტიფარ-მკვლელ პუტჩისტებს ჰყოფნით თავხედობა და დღესაც გადატრიალებით იმუქრებიან!

 

გაიხსენეთ ამ „მკვლელი-მოღალატეების“ გადატრიალების შემდგომი საქართველო და მიხვდებით, რომ არანაირი ევროპისთვის ისინი არ იბრძვიან, მათ 1992 წელი - ყაჩაღობა, მკვლელობა, წვერებიანი ბანდიტების თარეში და კიტოვანი ენატრებათ!

 

1991 წელს 18 წლის პატარა  ბიჭები ვიყავით და გამოცდილ კგბ-ს აგენტ-ბანდიტებს წინააღმდეგობა ვერ გაგიწიეთ, დღეს - თავს შეგაკლავთ, თქვე კიტოვანის შნირო- ღორებო. სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს - ბანდიტ აკია ბარბაქაძეს  და მოღალატე დევი ჭანკოტაძეს ვერ ჩავუგდებთ ხელახლა საჯიჯგნად ჩვენს სამშობლოს“, - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner