„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ვინ გეგმავს გადატრიალებას საქართველოში?!
1991 წლის 22 დეკემბერს თენგიზ კიტოვანის და რუსი გენერლის ბეპაევის ბრძანებით, „ორმა მოღალატემ“ - დევი ჭანკოტაძემ და აკია ბარბაქაძემ პირველებმა გაუხსნეს ცეცხლი ზვიად გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას!
„მოღალატე“ დევი ჭანკოტაძემ პირდაპირი დამიზნებით ზარბაზნიდან ჭურვი ესროლა მე-3 სართულზე განლაგებულ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას კაბინეტს (პრეზიდენტმა სულ რამდენიმე წუთით გაასწრო აფეთქებას) ანუ ზვიადის მკვლელობის მცდელობა ჰქონდა!!!
ამ უტიფარ-მკვლელ პუტჩისტებს ჰყოფნით თავხედობა და დღესაც გადატრიალებით იმუქრებიან!
გაიხსენეთ ამ „მკვლელი-მოღალატეების“ გადატრიალების შემდგომი საქართველო და მიხვდებით, რომ არანაირი ევროპისთვის ისინი არ იბრძვიან, მათ 1992 წელი - ყაჩაღობა, მკვლელობა, წვერებიანი ბანდიტების თარეში და კიტოვანი ენატრებათ!
1991 წელს 18 წლის პატარა ბიჭები ვიყავით და გამოცდილ კგბ-ს აგენტ-ბანდიტებს წინააღმდეგობა ვერ გაგიწიეთ, დღეს - თავს შეგაკლავთ, თქვე კიტოვანის შნირო- ღორებო. სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს - ბანდიტ აკია ბარბაქაძეს და მოღალატე დევი ჭანკოტაძეს ვერ ჩავუგდებთ ხელახლა საჯიჯგნად ჩვენს სამშობლოს“, - წერს სანდრო ბრეგაძე.