საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მოთხოვნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დატოვოს საქართველო, არა მხოლოდ სამართლის მიღმაა, არამედ უზნეობაცაა!
და ვინც ამ მოთხოვნას იზიარებს, ისიც უზნეოა!
საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიმართ მსგავსი მოთხოვნაც უზნეობაა!
და ვერავინ უნდა გაბედოს!
ის, რომ ამგვარი აზრი ევროპარლამენტარს გაუჩნდა, კიდევ უფრო ამაზრზენია, რადგან ზუსტად 100 წლის წინ, რუსეთში, ბოლშევიკური მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან გააძევეს რეჟიმისთვის მიუღებელი ადამიანები... ერთი ჩემოდნით!
იმ ჩემოდანში მხოლოდ ტანსაცმელი იყო!
ეს ისტორიაა!
შემზარავი - თავისი სისასტიკით!
ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა - თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება თუ ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში, პროლეტარიატის დიქტატურით!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.