logo_geo
eng_logo
Bloomberg: უკრაინის აღდგენისთვის ევროკავშირის დახმარებამ, შესაძლოა, 500 მილიარდ ევროს გადააჭარბოს
- +

3 ივლისი. 2022. 19:39

 

 

უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის ფინანსური დახმარების მოცულობა, რომელსაც ევროკავშირი გაუწევს, შესაძლოა, 500 მილიარდ ევროზე მეტი იყოს. წერს უკრაინული მედია.

 

Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის მთავრობამ პროექტი დონორებთან განიხილა, მათ შორის ევროკავშირთან.

 

უკრაინა 4-5 ივლისს შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციაზე ქვეყნის აღდგენის გეგმას წარმოადგენს. დაახლოებით 2000-გვერდიანი გეგმა მოიცავს ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების პროექტების ფართო სპექტრს, ინვესტიციებს ეკონომიკასა და სხვადასხვა სექტორში.

 

ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფინანსური დახმარების ბლოკი, შეიძლება, აღემატოს 500 მილიარდ ევროს. ევროკომისია ამჟამად იკვლევს დაფინანსების ვარიანტებს, რომლებიც მოიცავს გრანტებსა და სესხებს.

 

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner