logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: მივესალმები ისრაელის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ავალდებულებს მთავრობას, გააუქმოს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ქვეყანაში უკრაინის მოქალაქეების შესვლაზე
- +

3 ივლისი. 2022. 20:15

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმება ისრაელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ქვეყანაში შესასვლელად უკრაინელი ლტოლვილებისთვის დამატებითი შეზღუდვების მოხსნის შესახებ.

 

აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ტვიტერში“ დაწერა.

 

„მივესალმები ისრაელის სახელმწიფოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ავალდებულებს ისრაელის მთავრობას, გააუქმოს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ქვეყანაში უკრაინის მოქალაქეების შესვლაზე. კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა არის ზუსტად ის, რაც განასხვავებს ნამდვილ, განვითარებულ დემოკრატიას!“, – წერს ზელენსკი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner