logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს და ქუთაისის მერს შეხვდა
- +

3 ივლისი. 2022. 20:21

 

 

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძეს და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, იოსებ ხახალეიშვილს შეხვდა.

 

შეხვედრაზე იმერეთის ნორჩ მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს. ღონისძიების სავარაუდო თარიღი და ადგილმდებარეობა განსაზღვრეს. ყურადღება გამახვილდა კონკურსის მნიშვნელობაზე რეგიონში კულტურის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

 

„აღსანიშნავია, რომ ღონისძიება გაიმართება სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში და ხელს შეუწყობს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას. ასევე, იმერეთის კონკურსი გამოირჩევა საერთაშორისო, სამშვიდობო დატვირთვით, რომელშიც ამიერკავკასიის ქვეყნებიდან მიიღებენ მონაწილეობას ნორჩი მუსიკოსები“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები გივი ჭიჭინაძე, ბეჟან წაქაძე და ზაზა ლომინაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner