logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჯერჯერობით, შეუძლებელია ლისიჩანსკზე რუსების სრული კონტროლის შესახებ საუბარი
- +

3 ივლისი. 2022. 21:21

 

 

„არსებობს რისკი, რომ ლუგანსკის რეგიონი რუსეთის ჯარებმა დაიპყრონ, მაგრამ ჯერჯერობით, შეუძლებელია ლისიჩანსკზე რუსების სრული კონტროლის შესახებ საუბარი. ბრძოლები მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანიზთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„არსებობს ისეთი რისკები, რომ მთელი ლუგანსკის რეგიონი იქნება ოკუპირებული. არის ასეთი რისკები, ჩვენ გვესმის, მაგრამ თქვენ ასევე უნდა გესმოდეთ, რომ სიტუაცია შეიძლება ყოველდღე შეიცვალოს“, - თქვა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, ასე უკვე იყო, როცა გარკვეული ადგილები ყოველდღე ერთი მხარის კონტროლიდან მეორეზე გადადიოდა.

 

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა სიტუაცია ყველაზე რთულია ლუგანსკის რეგიონში, მაგრამ არის „ჩვენი წინგადადგმული ნაბიჯები“ სხვა მიმართულებებზე.

 

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა უკრაინის ამოცანა რუსეთის ჯარებზე საცეცხლე უპირატესობის მოპოვებაა.

 

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ყველაფერს აკეთებენ და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დააჩქარებდა საცეცხლე უპირატესობის უზრუნველყოფას.

 

„მაშინ ჩვენ უფრო მეტ ზეწოლას მოვახდენთ რუსეთზე ამ მიმართულებით", - დასძინა პრეზიდენტმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner