ანდრო გოგიბედაშვილი ცნობილი ბაბუის, თემურ წიკლაურის გზას აგრძელებს და მუსიკასთან მასაც ახლო შეხება აქვს. როგორც თავად ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას განმარტა, მის მიერ შექმნილი მუსიკა სარელაქსაციო ხასიათისაა:
„კოსმოსში გაიგზავნება სულ 30 ნამუშევარი, რომელთაგან ერთ-ერთი ჩემი იქნება. 15-წამიანი სიგნალები იგზავნება. ჩემს კომპოზიციას ჰქვია „კოსმიური ტბის გამჭვირვალობა“ და ამ მუსიკის ისეთ სიხშირეზე კონვერტაცია ხდება, რომ გაიგზავნოს კოსმოსში. 4 ოქტომბერს პირდაპირი რეისით გაფრინდება მზის სისტემის გარეთ მყოფი პლანეტისკენ და ადგილზე 2146 წლის 11 ოქტომბერს ჩავა“, - აღნიშნა ანდრო გოგიბედაშვილმა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ანდრო გოგიბედაშვილმა ბაბუასთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა:
„ძალიან მაგარი მეგობრები ვიყავით. ძალიან მიხარია და მადლიერი ვარ, რომ დედამიწაზე ცხოვრების დროს ასეთი ოჯახი შემხვდა. დავემთხვიეთ ამ ცხოვრებაში და მე შვილიშვილი ვიყავი, ის კი ბაბუა. იყო ჩემი მასწავლებელი, მეგობარი“, - ამბობდა ის.