logo_geo
eng_logo
უზბეკეთის პრეზიდენტ თქმით, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეები და სამართალდამცავები დაიღუპნენ
- +

3 ივლისი. 2022. 22:03

 

 

უზბეკეთის პრეზიდენტ შავქათ მირზიოევის თქმით, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეები და სამართალდამცავები დაიღუპნენ.

 

თავის მხრივ, ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დაღუპულია სულ მცირე 5 ადამიანი.

 

ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა უზბეკეთის საინფორმაციო ვებ-გვერდს განუცხადა, რომ ათასობით ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

 

როგორც „როიტერსი“ წერს, გავრცელებულ განცხადებაში მირზიოევმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებმა ქალაქ ნუკუსში „დესტრუქციული მოქმედებები“ ქვების სროლით, ხანძრის გაჩენითა და პოლიციაზე თავდასხმით განახორციელეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner