logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: არაფერს დავთმობთ, თანამედროვე იარაღის წყალობით ჩვენს ტერიტორიებს დავიბრუნებთ
- +

4 ივლისი. 2022. 01:44

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არაფერს დათმობს და იმ ტერიტორიებს, რომლებიც ახლა რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, თანამედროვე იარაღის წყალობით დაიბრუნებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

„სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენს გმირებს, ჩვენს ჯარისკაცებს შეიარაღებული ძალების ყველა შტოდან ჰქონდეთ ყველაფერი, რაც საჭიროა სახელმწიფოს დასაცავად. ჩვენ არც ერთ დღეს არ ვკარგავთ - ვარწმუნებთ პარტნიორებს, ვამყარებთ ახალ კავშირებს, ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, პოლიტიკური იქნება ეს თუ დიპლომატიური“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner