logo_geo
eng_logo
„საქართველოს მელიორაციამ“ ქარელის მუნიციპალიტეტში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა
- +

4 ივლისი. 2022. 10:56

 

 

„საქართველოს მელიორაციამ“  ქარელის მუნიციპალიტეტში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის  რეაბილიტაცია განახორციელა.  აღდგენილ  სისტემაში წყალი გაშვებულია.

 

პროექტის ფარგლებში,  28.4 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური არხის და  წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია ჩატარდა; მოეწყო რკინაბეტონის ღარები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები და წყალმზომები.

 

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქ.ქარელის, ქარელისა და გორის  მუნიციპალიტეტების 9 სოფლის (ახალსოფელი, სამწევრისი, ქარელი, ხვედურეთი, ქვენაფლავი, ღვლევი, სკრა, ბეთლემი, რიეთი) 3240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

 

პროექტის ღირებულება   4  მლნ  ლარამდეა.

 

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური  დირექტორი თენგიზ ნასარიძე საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ სიმონ გულედანთან ერთად გაეცნო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner