თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის" საქმეზე სამივე ბრალდებული - მაია რჩეულიშვილი, გუკა რჩეულიშვილი და ირაკლი მინდელი პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატები ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით გამოვიდნენ, თუმცა მოსამართლემ მათი არგუმენტაცია არ გაიზიარა.
ადვოკატები ირაკლი მინდელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 50-ათასლარიანი გირაოთი შეცვლას, გუკა რჩეულიშვილისთვის 100-ათასლარიანი გირაოს, მაია რჩეულიშვილისთვის კი 250-ათასლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ.