logo_geo
eng_logo
სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ საქმეზე სამივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა
- +

18 აგვისტო. 2016. 18:20


თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის" საქმეზე სამივე ბრალდებული - მაია რჩეულიშვილი, გუკა რჩეულიშვილი და ირაკლი მინდელი პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატები ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით გამოვიდნენ, თუმცა მოსამართლემ მათი არგუმენტაცია არ გაიზიარა.

ადვოკატები ირაკლი მინდელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 50-ათასლარიანი გირაოთი შეცვლას, გუკა რჩეულიშვილისთვის 100-ათასლარიანი გირაოს, მაია რჩეულიშვილისთვის კი 250-ათასლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner