პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აბიტურიენტებს მიმართა და წარმატებები უსურვა. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ჩვენს ქვეყანას საკუთარი პროფესიის მცოდნე და შრომისმოყვარე მომავალი სჭირდება.
„დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. მინდა, ყველა აბიტურიენტს წარმატება ვუსურვო ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე.
ცოდნა, ყველაზე ძლიერი იარაღია. ჩვენს ქვეყანას კი სჭირდება საკუთარი პროფესიის მცოდნე და შრომისმოყვარე მომავალი.
ვუერთდები თქვენს ოჯახებს და მეგობრებს, რომლებიც დღეს თქვენ გგულშემატკივრობენ. წარმატებები! წინ მნიშვნელოვანი და საინტერესო ცხოვრება იწყება!“ - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.