logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: ყველა არგუმენტი იმის შესახებ, თუ რატომ არის შეუძლებელი უკრაინის NATO-ში შესვლა, გაუქმდა
- +

4 ივლისი. 2022. 12:00

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება NATO-ს მიერ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიღებაზე დათანხმებას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, შვედეთისა და ფინეთის NATO-ში მიღების ახლახან დაწყებულმა პროცესმა მთლიანად გააუქმა ნარატივი, რომ უკრაინა ალიანსში რუსეთთან საზღვრის ქონის გამო ვერ მოხვდება.

 

„პირველ რიგში, ვულოცავ შვედებსა და ფინელებს და მეორეც, მთელი ნარატივი, ყველაფერი, რაც პარტნიორების ნაწილმა გვითხრა იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლება უკრაინის NATO-ში გაწევრიანება, უბრალოდ გააუქმა შვედეთისა და ფინეთის წევრობამ.

 

ჩვენ ადრე გვითხრეს: რუსეთთან საერთო საზღვარი ვერ გვექნება, ეს რუსეთია, არ გვინდა ესკალაცია. ახლა კი მათ 2 000 კილომეტრი სიგრძის საერთო საზღვარი აქვთ. ანუ, ყველა არგუმენტი იმის შესახებ, თუ რატომ არის შეუძლებელი უკრაინის ალიანსში შესვლა, გაუქმდა. მათ ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის მოიგონეს, რომ ჩვენი ინტეგრაცია არ სურდათ“, - განაცხადა კულებამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner