თბილისის მერი კახა კალაძე აბიტურიენტებს სოციალიალური ქსელის საშუალებით ეხმიანება და წარმატებებს უსურვებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
„ბევრი აბიტურიენტისთვის ეს გამოცდები ახალი ცხოვრების, ახალი გამოცდილებების, მეგობრებისა და პროფესიის შეძენის შესაძლებლობაა. იმედი მაქვს, თითოეულ თქვენგანს დაგიფასდებათ გაწეული შრომა და წარმატებებს მიაღწევთ. თქვენ, განათლებული და საკუთარი საქმის პროფესიონალი ახალგაზრდები ამ ქვეყნის მომავალი ხართ!“, - წერს კალაძე.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც დარეგისტრირებულ 90 000-მდე გამოსაცდელს მიიღებს.