logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: „შინ ევრო-პიწკენ“ და გაიქცევიან რუსი ოკუპანტები უკან მოუხედავად!
- +

4 ივლისი. 2022. 14:01

 

 

საქართველოში ჩეხეთის ელჩის ტელეეთერით გაკეთებულ განცხადებასა და ფეისბუქზე პარლამენტარ ზურაბ ჯაფარიძის სტატუსს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება: ეს ოცეული! წინ ქაცარავა და გირჩი ჯაფარიძე, არახამიას და ასტეროვიჩის მოწოდებები! შინ ევრო-პიწკენ და გაიქცევიან რუსი ოკუპანტები უკან მოუხედავად! ევროპაც აშენდება!

 

საქართველოში ჩეხეთის ელჩის პეტრ მიკისკას ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებული განცხადებით, მოლდოვის ახალმა მთავრობამ, ახალმა პრეზიდენტმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, გაიარა რთული და სიღრმისეული რეფორმების გზა და ამით გამოიკვეთა პროევროპული ტენდენცია.

 

საქართველოში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ნაბიჯებს, რომლებიც უკან არის გადადგმული - არა ევროკავშირის მიმართულებით, არამედ ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ. ზოგჯერ ასეთი ნაბიჯები დაფიქსირდა საქართველოში, რაც არა მხოლოდ აფერხებს პროცესს, არამედ უკანაც მიჰყავს. სწორედ ეს უნდა მოგვარდეს ამ 6 თვის განმავლობაში. ცალსახად უნდა გაიაზროს მთავრობამ და ოპოზიციამ, რისი გაკეთება სურს. ევროკავშირისთვისაც სწორედ ეს არის მოლოდინი - არამხოლოდ გეგმის წარდგენა, არამედ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას წლის ბოლომდე. იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდება ერთი მიზნის გარშემო“, - ამბობს ჩეხეთის ელჩი.

 

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიცია ჩვეული უცენზურო ფორმით გამოხატა პარლამენტარმა ზურაბ ჯაფარიძემ - „.ლეები ვართ და მაინც მოგვეცით სტატუსი“.

 

https://twitter.com/KhaindravaGoga/status/1543527513900580864?t=AIWcA6xmXPZafkdfvlP5fA&s=08   გოგა ხაინდრავას გამოხმაურება

https://formulanews.ge/Phrase/73633 ჩეხეთის ელჩის პოზიცია

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid02RDXMvLbxEzDLxY2XKWiWXwii4kyzZkaRYyRHrM8QH5KHmiboyQq9CTwtnrz5MoRhl&id=1526262267664605&sfnsn=wa&extid=a&mibextid=7iw7gv ზურა ჯაფარიძის სტატუსი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner