logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: „უნიტაზის მწერლები“ და „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობები რევოლუციას ვერ მოახდენენ!
- +

4 ივლისი. 2022. 14:12

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გუშინდელ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„რევოლუციას სჭირდება მამაცი პოლიტიკური ლიდერები და გულანთებული იდეალისტები, „უნიტაზის მწერლები“ და „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობები რევოლუციას ვერ მოახდენენ!

 

როცა მიტინგის ლოზუნგი „შინ ევროპისკენ“ მხოლოდ შირმაა და მისი რეალური სულისკვეთება გახლავთ „ოლიგარქი პატრიარქი“ და „ილია მეორე ტაფით უნდა ვცემოთ“, ყოველთვის მოხდება ის, რაც გუშინ მოხდა - ჩასვრა და სუნის დაყენება!

 

ყველა მიტინგს, რომლის წამყვანიც ლაშა ბუღაძე იქნება, ბოლოს ერთი გულშემატკივარიღა შერჩება - მეგის ქარდავა, რომელმაც გუშინ ციხიდან მიმართა შეკრებილთ - გული მწყდება, რომ ფიზიკურად თქვენს გვერდით ვერ ვდგავარ, ისე კი მთელი არსებით თქვენთან ვარო!

 

სულ ეს არის!“ - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner