logo_geo
eng_logo
„სანამ პრაიდზე წახვალ...“, - გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს
- +

4 ივლისი. 2022. 15:10

 

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს მიმართავს, რომ პატივი სცეს იმ საზოგადოებას, რომელშიც ელჩად გამოგზავნეს. დეგნანთან მიმართებაში მკაფიო განცხადებები ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

 

„სანამ პრაიდზე წახვალ, მანამდე ერთხელ მაინც რომელიმე ქრისტიანულ დღესასწაულზე უნდა იყო ნამყოფი, რომ ამით პატივი სცე იმ საზოგადოებას, რომელშიც ელჩად გამოგგზავნეს. ელჩის დანიშნულებაა გაიცნოს ქვეყანა, გაიგოს იმ ადამიანების ავ-კარგი, რა აღელვებთ, რა მოსწონთ, საით არი მიმართული მათი გონება, მიზნები და შემდეგ ეს გააგებინო შენს ხელისუფლებას, იმისთვის, რომ სწორი ნაბიჯები გადაიდგას ამ სახელმწიფოსთან და ხალხთან მიმართებაში.

 

ქალბატონ დეგნანს შევახსენებ რომ ის იმ ქვეყნიდან არის ჩამოსული, სადაც ფულზეც კი წერია  - „ჩვენ გვჯერა ღმერთის“. ამიტომ როდესაც მოდიხარ ქვეყნიდან, სადაც ყველას ღმერთის სჯერა და ჩადიხარ ქვეყანაში, სადაც ასევე საზოგადოების დიდ უმრავლესობას ღმერთის სჯერა, პირველ რიგში ამ რწმენას უნდა სცე პატივი და შემდეგ ყველაფერ დანარჩენს, რასაც ეს რწმენა გარყვნილებად განიხილავს“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

პრესკონფერენციის სრულ ვერსიას შეგიძლიათ ამ ლინკზე გადასვლის შემდეგ გაეცნოთ https://www.facebook.com/kvira.ge/videos/415111543901832

right_banner right_banner
არქივი
right_banner