logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცი: კრიზისი რამდენიმე თვეში არ გაივლის - მზად უნდა ვიყოთ, რომ სიტუაცია უახლოეს მომავალში არ შეიცვლება
- +

4 ივლისი. 2022. 21:28

 

 

„ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავლახავთ კრიზისს, თუ გადაწყვეტილებებზე ერთობლივად შევთანხმდებით“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის აგრესიამ ყველაფერი შეცვალა.

 

„ამჟამინდელი კრიზისი რამდენიმე თვეში არ გაივლის. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ეს სიტუაცია უახლოეს მომავალში არ შეიცვლება. უკრაინაში რუსეთის აგრესიულმა ომმა ყველაფერი შეცვალა და ამავდროულად, მიწოდების ჯაჭვები კვლავ დარღვეულია, რადგან ზოგადი გაურკვევლობა იზრდება. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავლახავთ კრიზისს, თუ გადაწყვეტილებებზე ერთობლივად შევთანხმდებით", - განაცხადა შოლცმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner