„ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავლახავთ კრიზისს, თუ გადაწყვეტილებებზე ერთობლივად შევთანხმდებით“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის აგრესიამ ყველაფერი შეცვალა.
„ამჟამინდელი კრიზისი რამდენიმე თვეში არ გაივლის. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ეს სიტუაცია უახლოეს მომავალში არ შეიცვლება. უკრაინაში რუსეთის აგრესიულმა ომმა ყველაფერი შეცვალა და ამავდროულად, მიწოდების ჯაჭვები კვლავ დარღვეულია, რადგან ზოგადი გაურკვევლობა იზრდება. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავლახავთ კრიზისს, თუ გადაწყვეტილებებზე ერთობლივად შევთანხმდებით", - განაცხადა შოლცმა.