logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის პერიოდში სტატეგიული მნიშვნელობის მილსადენი კინაღამ გაიყიდა!
- +

8 მარტი. 2016. 21:36


 

„კახა კალაძემ ერთხელ და სამუდამოდ უნდა განმარტოს, რას წარმოადგენს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება", - ამის თაობაზე "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის ხვალ დაგეგმილი მოსმენის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.


"ერთი სურვილი მაქვს, კახა კალაძემ ამ შეხვედრით ისარგებლოს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რამდენია ბუნებრივ აირზე მოთხოვნა, რომელია შევსების წყაროები, რა პროცენტული შემადგენლობა აქვს თითოეულ წყაროს გაზმომარაგების მოცულობაში და ერთხელ და სამუდამოდ განმარტოს, რას წარმოადგენს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება. ასევე განმარტოს, როგორ მიმდინარეობდა პროცესი და რა შედეგებზე გავიდა, იყო თუ არა შესაძლებლობა იმისა, მოლაპარაკებების პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალე ყოფილიყო. საქართველო და აზერბაიჯანი სტატეგიული პარტნიორები არიან არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში, არამედ მათი სტატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია ევროპული სახელმწიფოებისთვისაც - კასპიის რეგიონის ენერგორესურსების მიწოდების ალტერნატიული გზა სწორედ საქართველოზე გადის, ხოლო ენერგორესურსების მოპოვების ადგილი აზერბაიჯანია. აქ არის ჩვენი მთავარი სტატეგიული ამოცანები", - განაცხადა ვოლსკიმ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.


ვოლსკის აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" შეეცადა, არამხოლოდ არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინა ხალხისთვის, არამედ აზერბაიჯანთან ურთიერთობებისთვისაც ჩრდილი მიეყენებინა. დეპუტატის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებების ერთ-ერთი მიზანი იყო ქართულ მხარეს მეტი ელაპარაკა აზერბაიჯანის ტექნიკურ შესაძლებლობებზე.


"რუსულ გაზს, როგორც სატრანზიტო გაზს ჩვენ ყოველთვის მივიღებთ, რადგან ჩვენ ის, როგორც სატრანზიტო ქვეყანას გვეკუთვნის. სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ზეობის პერიოდში იყო, რომ სტატეგიული მნიშვნელობის მილსადენი  კინაღამ გაიყიდა", - აღნიშნა ვოლსკიმ.


ხვალ, პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მივა. მინისტრთან ერთად, მის მოადგილეებს მარიამ ვალიშვილსა და ილია ელოშვილსაც მოუსმენენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner