ოზურგეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„რეაბილიტაცია უტარდება ჭავჭავაძის, დოლიძის, ბოლქვაძისა და ფარნავაზის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს. ხდება გმირთა მოედანზე მემორიალის მოწესრიგება.
ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად ვიწყებთ ინოვაციური პროექტის - „Street Art ოზურგეთისთვის“ განხორციელებას, რომელიც გულისხმობს ძველი შენობების ფასადების და კედლების მოწესრიგებას, მოხატვას თემატური გრაფიკული ნახატებით. ოზურგეთის სახელით, მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ - მინისტრს და მთავრობას“, - აღნიშნა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.