ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, სერგეი ბრაჩუკის განცხადებით, აგრესორი ქვეყნიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხე კვლავ მაღალია.
„შავ ზღვაში „კალიბრის“ ტიპის საზღვაო რაკეტების მატარებელი ხომალდების რაოდენობა გაიზარდა. 5 გემზე 30-ზე მეტი რაკეტაა - უკრაინას ზღვიდან 3 წყალზედა და 2 წყალქვეშა [სამხედრო ხომალდი] ემუქრება“, - აღნიშნა ბრაჩუკმა.
რუსეთი ფრთოსან რაკეტა „კალიბრს“ შავ ზღვაში ჯერ კიდევ 3 წლის წინ ცდიდა.