logo_geo
eng_logo
ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, შავ ზღვაში რაკეტებით აღჭურვილი რუსული ხომალდების რაოდენობა გაიზარდა
- +

5 ივლისი. 2022. 12:55

ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, სერგეი ბრაჩუკის განცხადებით, აგრესორი ქვეყნიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხე კვლავ მაღალია.

შავ ზღვაში „კალიბრის“ ტიპის საზღვაო რაკეტების მატარებელი ხომალდების რაოდენობა გაიზარდა. 5 გემზე 30-ზე მეტი რაკეტაა - უკრაინას ზღვიდან 3 წყალზედა და 2 წყალქვეშა [სამხედრო ხომალდი] ემუქრება“, - აღნიშნა ბრაჩუკმა.

რუსეთი ფრთოსან რაკეტა „კალიბრს“ შავ ზღვაში ჯერ კიდევ 3 წლის წინ ცდიდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner