„ძალიან აქვს დაზეპირებული თავისი „სულიერი“ მოძღვრის, აკერმანის ანდერძი მშვენიერაძეს. იმ აკერმანის, რომელსაც თითქოს ყველგან გამოსდიოდა, მაგრამ იბერიას არ უნდა შეხებოდა. შეეხო - და დაასვენა მისგან უფალმა დედამიწა. ისევე დაასვენა, როგორც თავად აკერმანის „გურუ“, ჯინ შარფი, ამ ეშმაკების, ამ ლეგიონის სამოქმედო ნაშრომის ავტორი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი გიორგი მშვენიერაძის განცხადებას.
„ძალიან აქვს დაზეპირებული თავისი „სულიერი“ მოძღვრის, აკერმანის ანდერძი მშვენიერაძეს. იმ აკერმანის, რომელსაც თითქოს ყველგან გამოსდიოდა, მაგრამ იბერიას არ უნდა შეხებოდა. შეეხო - და დაასვენა მისგან უფალმა დედამიწა. ისევე დაასვენა, როგორც თავად აკერმანის „გურუ“, ჯინ შარფი, ამ ეშმაკების, ამ ლეგიონის სამოქმედო ნაშრომის ავტორი: „როგორ წამოიწყო რევოლუცია და არაძალადობრივი ქმედებების 198 მეთოდი“.
✓ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარი (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური)
✓ საჯარო გამოსვლები
✓ ცნობადი სახეების მიერ ხელმოწერილი საჯარო განცხადებები
✓ დაპირებათა და ბრალდებათა დეკლარაციები
✓ ჯგუფური პეტიციები
✓ ლოზუნგები, კარიკატურები, სიმბოლოები
✓ მასმედია, რადიო, ტელევიზია
✓ ჯგუფური ლობბი
✓ პიკეტირება
✓ ფსევდო არჩევნები
✓ ოფიციალურ პირთა დევნა ქუჩაში, სამსახურთან, საცხოვრებელ სახლებთან
✓ ოფიციალურ პირთა საჯარო დაცინვა და შეურაცხყოფა
✓ საპროტესტო ავტოკოლონები, მსვლელობები
✓ დემონსტრაციული პოლიტიკური დამკრძალავი პროცესიები
✓ საპროტესტო მიტინგები
✓ სოციალური და სპორტული საქმიანობის შეწყვეტა
✓ საზოგადოებრივი მოვლენების ბოიკოტირება
✓ სტუდენტური გაფიცვები
✓ საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობა
✓ პოლიტიკური ნიშნით სავაჭრო პროდუქციის მოხმარებაზე უარი
✓ უარის თქმა საიჯარო და საბანკო ვალდებულებების გადახდაზე
✓ საერთაშორისო არენაზე ხელისუფლების სანქცირების პროცესების ინიცირება
✓ მეწარმეთა გაფიცვა
✓ მოვაჭრეთა საყოველთაო გაფიცვა
✓ გადასახადების გადახდაზე უარის თქმა
✓ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ბოიკოტირება
✓ პატიმართა გაფიცვა ✓ სამუშაო ადგილებზე ტოტალური საბოტაჟი
✓ პროტესტის ნიშნად სამსახურების მასობრივი დატოვება
✓ თეატრალური ხასიათის საპროტესტო პერფორმანსები
✓ საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობის ბოიკოტირება
✓ არჩევნებისა და მისი შედეგების ბოიკოტირება
✓ სამთავრობო დაწესებულებების საქმიანობის ბოიკოტირება
✓ კანონის აღსრულებაზე ტოტალური უარის თქმა
✓ სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის ხელის შეშლა
✓ საგზაო ნიშნების დაზიანება
✓ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მიუღებლობა
✓ ტოტალური ანტისახელმწიფოებრივი დაუმორჩილებლობა
✓ მჯდომარე გაფიცვები
✓ სატრანსპორტო კოლაფსის შექმნა
✓ სასამართლო ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობა
✓ ადმინისტრაციული, სააღმსრულებლო ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობა
✓ ამბოხი
✓ დიპლომატიური ღონისძიებებისადმი ხელის შეშლა
✓ დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესების პროვოცირება
✓ საპროტესტო თვითდაზიანებები, თავის დაწვა
✓ შიმშილობა
✓ ახალი სოციალური წესრიგის დამყარება
✓ გზების ბლოკირება
✓ ალტერნატიული სოციალური ინსტიტუტების შექმნა
✓ ალტერნატიული საკომუნიკაციო სისტემების შექმნა
✓ მიწის ნაკვეთების უკანონო დაუფლება, შენობებში უკანონო შეჭრა/დაკავება
✓ მაროდიორობა
✓ სტრატეგიული საკომუნიკაციო სისტემების, ცხელი ხაზების ხელოვნური გადატვირთვა
✓ დაკავება/დაპატიმრების მასობრივი პროვოცირება
✓ პარალელური პარლამენტისა და მთავრობის შექმნა აკერმანიდან - მშვენიერაძემდე“, - წერს ქართველიშვილი.