logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ესენი ისევ თავისას ერეკებიან, ჯერ იყო „რევოლუციის წმინდანები“ ჯინ შარპი და აკერმანი დაიმოწმეს, ახლა ნუმეროლოგიას აწვებიან - 4 სექტემბერს 4 დათმეო
- +

5 ივლისი. 2022. 13:17

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ფეისბუქ-სტატუს ეხმიანება, რომლის თანახმად გვარამია „ქართულ ოცნებას“ 4 საკითხის დათმობისკენ მოუწოდებს.

 

როგორც ქადაგიძე წერს, აუცილებელია რეალობის გააზრება.

 

„არა რა... „მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო“ რამდენიმე წუთის წინ დავწერე, რომ აუცილებელია რეალობის გააზრება, გადაფასება, ღირებულებების შეფასება, მაგრამ.... შენც არ მომიკვდე... ესენი ისევ თავისას ერეკებიან. ჯერ იყო „რევოლუციის წმინდანები“ ჯინ შარპი და აკერმანი დაიმოწმეს, ახლაა და ნუმეროლოგიას აწვებიან - 4 სექტემბერს 4 დათმეო.... სლოვაკური არა, მაგრამ „ზმეიკიანი წაბლი“ ხომ არ გესიამოვნებოდა? არა რა, „პლინტუსს“ დაბლა თუ კიდევ რამე არსებობდა, არ მეგონა... ჰაი ჰოუუუუ ნიკააა“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

ინფორმაციისთვის, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მიმართვა გაავრცელა და „ქართულ ოცნებას“ 4 სექტემბრამდე 4 საკითხის დათმობისკენ მოუწოდა. გვარამიას თქმით, ესენია: საარჩევნო სისტემა, ცესკო, სასამართლო კლანი და გენერალური პროკურორი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner