logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: პატარა საქართველოს თავისი რესურსებით სწორი გზა აქვს არჩეული
- +

18 აგვისტო. 2016. 19:15


დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ ნინო ბურჯანაძის ინციატივასთან დაკავშირებული საკითხის კომეტირებისას რომელიც უბლოკო სტატუსს ეხება, განაცხადა, რომ სამწუხაროა, როცა ზოგიერთი პოლიტიკური პარტია წინასაარჩევნოდ დივიდენდების მიღებისათვის რყევებს უფრო ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე რეალურ უპირატესობას და რეალურ საქმიანობას, რათა ქვეყანამ სტაბილურობა შეინარჩუნოს.


მისი თქმით, არც რუსეთია ისეთი მიამიტი და არც არავინ მსოფლიოში, რომ შვეიცარული სტილის საქართველოზე შესაძლებელი იყოს დიდი ქვყენების შეთანხმება.


„ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს გადაწყვეტილებას. თურქმენეთმაც გამოაცხადა უბლოკო და ნეიტრალურის სტატუსი, თუმცა ამას სჭირდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ერთობლივი მხარდაჭერა და გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს გარანტიას უსაფრთხო ქვეყნისათვის  შეთანხმებულ გარანტიას. ასე რომ, პატარა საქართველოს თავისი რესურსებით  სწორი გზა აქვს არჩეული", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


ვოლსკის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო სერიოზულ პოლიტიკას და სერიოზულ სტრატეგიას აწარმოებს. მისივე თქმიტ, რუსეთის მხარე არასტაბილურია ურთიერთობებში


„ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი წინასაარჩევნოდ დივიდენდების მიღებისათვის რყევებს უფრო ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე რეალურ უპირატესობას და რეალურ საქმიანობას, რათა ქვეყანამ სტაბილურობა შეინარჩუნოს. ასეთი განცხადებები და წამოყვირებები ვფიქრობ, ილუზიას აჩენს, განსაკუთრებით რუსეთის მხარეა ურთიერთობებში და დამოკიდებულებებში არასტაბილური, საფრთხის შემცველი. აქედან გამომდინარე,  არავის არ ეგონოს, რომ მოსკოვს ცრემლების სჯერა. რასაკვირველია, იმას თავისი სტრატეგიული გეგმები აქვს და მის სტრატეგიულ გეგმებს ჩვენ ვუპირისპირებთ საკმაოდ აწონილ, მართალია რთულ, მაგრამ სწორ სტრატეგიულ დიპლომატიურ მიმართულებას. აი, აქ შემოჭრა, ამ სტრატეგიის დარღვევა გარკვეულწილად ქვეყნისთვის არის წამგებიანი და დამაზიანებელი. სწორედ ასეთ პოლიტიკას ვხედავ ბევრ პოლიტიკურ პარტიაში", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner