logo_geo
eng_logo
პრემიერი ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყებაზე: ეს არის 1 მლრდ ევროს ღირებულების უნიკალური პროექტი, რომელიც მოიცავს მსოფლიო დონის უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც უკვე სახეზეა და აშენებულია თავისი კამპუსით და ახლა უკვე სახეზეა დღევანდელი პროექ
- +

5 ივლისი. 2022. 14:45

 

 

„მინდა, რამდენიმე სიტყვით კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის პროექტი განხორციელდა და ხორციელდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდი “ქართუს“ მიერ. როგორც ბატონმა მინისტრმა აღნიშნა ეს არის 1 მლრდ ევროს ღირებულების პროექტი, უნიკალური პროექტი, რომელიც მოიცავს მსოფლიო დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც უკვე სახეზეა და აშენებულია თავისი კამპუსით და ახლა უკვე დღევანდელი პროექტის პრეზენტაციაც სახეზეა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა პროექტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ღირებულება 1 მლრდ ევროა.

 

„მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო, მოწვეულო სტუმრებო, ბატონო ელჩო, მეუფევ, მოგესალმებით! დიდი პატივია ჩემთვის ამ მართლაც ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მართლაც ერთ-ერთ გამორჩეულ, ისტორიული მნიშვნელობის პროექტს ჩავუყაროთ საფუძველი.

 

მე მინდა რამდენიმე სიტყვით კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის პროექტი განხორციელდა და ხორციელდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს“ მიერ. როგორც ბატონმა მინისტრმა აღნიშნა, ეს არის 1 მლრდ ევროს ღირებულების პროექტი, უნიკალური პროექტი, რომელიც მოიცავს მსოფლიო დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც უკვე სახეზეა და აშენებულია თავისი კამპუსით და ახლა უკვე დღევანდელი პროექტის პრეზენტაციაც სახეზეა. ჩვენ, ყველანი დიდი მადლიერებით აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით  აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოში. ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას ექნება შესაძლებლობა, რომ სწორედ აქ, საქართველოში მიიღონ თანამედროვე, ევროპული დონის შესაბამისი განათლება და მართლაც შეიძლება ითქვას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ საქართველოს ექნება მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო კვლევითი სივრცე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ სივრცეში მოღვაწეობენ ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი, მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა, პროფესორთა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამები. კომფორტული, უსაფრთხო თანამედროვე კამპუსი, სტუდენტური საცხოვრებლები 180 ჰა-ზე განთავსებული ეკოლოგიურად სუფთა, ტყით გარშემორტყმული ეს კომპლექსი, რომელიც თანმიმდევრულად ყალიბდება რეგიონში მეცნიერების, განათლების და ტექნოლოგიების წამყვან ცენტრად“, - განაცხადა პრემიერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner