აჭარის მთავრობის ინიციატივითა და ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით, 28 ბავშვი ნახჩევანის სპეციალიზირებულ სარეაბილიტაციო ცენტრში გაემგზავრა. ბრონქული ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვები სანატორიულ-კურორტულ მკურნალობას 2 კვირის განმავლობაში გაივლიან. ბავშვები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა გააცილეს.
„ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დიდი ხანია გვაქვს ურთიერთობა, რომელიც ითვალისწინებს მოზარდების სპეციალიზებულ ცენტრში რეაბილიტაციას. ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების დარღვეული პრობლემები ბევრ ბავშვს აწუხებს. ჩემი კოლეგა, ბატონი ვასილ თალიბოვი ამ გამოწვევას გაეცნო და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აჭარიდან ბავშვებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, რომ ეს კონკრეტული სარეაბილიტაციო ცენტრი ყოფილიყო მათ სამსახურში“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან სადღეღამისო მომსახურებით და ასევე, ადგილობრივი ექიმების მეთვალყურეობით, გაეწევათ სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სერვისები.