logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოა ის ერთადერთი შემთხვევა, სადაც „NGO“ სექტორი რევოლუციას ქადაგებს, სახალხო დამცველი პროკურორის ფუნქციებს ითავსებს და ოპოზიცია საკუთარ უნიათობას ხალხს აბრალებს
- +

5 ივლისი. 2022. 16:25

 

 

„ნაც-რეჟიმმა შეიწირა ასობით ახალგაზრდა, იყო ოფიციალური ტერორი და პროკურატურაზე გადაფორმებული სასამართლო, ბიზნესრეკეტს ბოლო არ უჩანდა და ვინც ამის შემოქმედი იყო, იმას „პოლიტპატიმარს“ ეძახის ეს უტიფარი... თან არცერთ ზემოჩამოთვლილ ფაქტზე სინდისს არასდროს შეუწუხებია“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომლის თანახმად ლომჯარიამ „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმების შესახებ სარჩელი მოამზადა.

 

„სინდისი რომ სემინარებზე დაგრჩა, ეს ის შემთხვევაა... სახალხო დამცველი რომ პარტიის გაუქმებას ითხოვს, ეს ხომ ერთი ტრაგედიაა და მეორეა ის უტიფრობა, რასაც ეს სუბიექტი არ იმჩნევს... „ნაცრეჟიმმა შეიწირა ასობით ახალგაზრდა, იყო ოფიციალური ტერორი და პროკურატურაზე გადაფორმებული სასამართლო, ბიზნესრეკეტს ბოლო არ უჩანდა და ვინც ამის შემოქმედი იყო, იმას „პოლიტ-პატიმარს“ ეძახის ეს უტიფარი... თან არცერთ ზემოჩამოთვლილ ფაქტზე სინდისს არასდროს შეუწუხებია... მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ტრენინგ-სემინარებზე ნასწავლი ადამიანის უფლებებითა და დემოკრატიით მოდიან თანამდებობებზე, პასუხისმგებლობა აქვთ ნული და კომპეტენციის შეგრძნება „პლინტუს“ დაბლა... საქართველოა ის ერთადერთი შემთხვევა, სადაც „NGO“ სექტორი რევოლუციას ქადაგებს, სახალხო დამცველი პროკურორის ფუნქციებს ითავსებს და ოპოზიცია საკუთარ უნიათობას ხალხს აბრალებს“, - წერს ქადაგიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner