დღეს მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის", „გირჩი", „ახალი მემარჯვენეები" და „ახალი საქართველო" ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა. ამის შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმა ბრიფინგი დღეს გამართეს და ჟურნალისტებს საკუთარი სამომავლო თუ პოლიტიკური გეგმები გააცნეს.
აღნიშნულ ბრიფინგს პაატა ბურჭულაძის თანამებრძოლები, მერაბ მეტრეველი და ხათუნა ლაგაზიძე არ ეწრებოდნენ. კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერაბ მეტრეველი და ხათუნა ლაგაზიძე ბურჭულაძის პოლიტიკური აქტივობებით უკმაყოფილები არიან და პარტია მათაც დატოვეს, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად არც ერთი მხრიდან არ დასტურდება.
ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში ისაუბრა:
„მერაბ მეტრეველი არ იყო კმაყოფილი ამ გადაწყვეტილების. რაც შეეხება ხათუნა ლაგაზიძეს, ის უბრალოდ თავისი საქმიანობით არის დაკავებული, თორემ ამ გაერთიანების წინააღმდეგი ნამდვილად არ არის.
ჩვენ მერაბთან გვქონდა საუბარი. იგი უბრალოდ არ იყო კმაყოფილი, მას სხვა ხედვები ჰქონდა. მე არ შემიძლია კარი დავუხურო იმ ადამიანებს, ვისაც უნდა საქართველოსთვის კარგი და ვისაც უნდა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს."- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მერაბ მეტრეველის განცხადებით, იგი გაერთიანების შესახებ ყველანაირი კომენტარისგან თავს იკავებს. როგორც კითხვაზე- „თუ რატომ არ ესწრებოდა პატა ბურჭულაძის გუნდის წევრი, მერაბ მეტრეველი ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ ბრიფინგს," „ტვ პირველს" მეტრეველმა განუცხადა, რომ იგი იმჟამად მატარებელში იმყოფებიდა, ბათუმისკენ მიდიოდა და საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ გეგმავს.
დატოვა თუ არა მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის თანამებრძოლთა რიგები, ამჟამად უცნობია.