logo_geo
eng_logo
რა გავაკეთოთ და ვინ არის დამნაშავე – არბაკ ხაჩატრიანი
- +

5 ივლისი. 2022. 18:41

 

 

ჩვენი დღევანდელი თანამოსაუბრე – სომხურ, რუსულ, ევროპულ მოწინავე მედიაში გამოქვეყნებული უამრავი სტატიის ავტორი, დამოუკიდებელი უფლებადამცველი და გეოპოლიტიკის ექსპერტი არბაკ ხაჩატრიანია. ბევრი წლის განმავლობაში ის გვაფრთხილებს ცივილიზაციისთვის მნიშვნელოვან გამოწვევებზე, მათ არსებობამდე დიდი ხნით ადრე, აკეთებს ზუსტ პროგნოზებს და გვთავაზობს გამოსავალს ყველაზე რთული პოლიტიკური კრიზისებიდანაც კი. მას უსმენენ მთელი მსოფლიოს მოაზროვნე პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეები. ადამიანები უკვე ხვდებიან, რომ მსოფლიო ინგრევა და კაცობრიობა სიკვდილის პირას დგას. ხვდებიან თუ არა სიტუაციის სერიოზულობას სომხეთში? კლასიკურ თემებს: ვინაა დამნაშავე და რა გავაკეთოთ ჩვენ – განვიხილავთ ჩვენს ექსპერტთან ერთად.

 

- ბატონო ხაჩატრიან, მოწინავე უცხოელი პოლიტიკოსები, მოაზროვნე ადამიანები ცდილობენ თქვენი რეკომენდაციები გაითვალისწინონ – დაიბრუნონ ჭეშმარიტი ადამიანური ღირებულებები, შეცვალონ დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, რითაც გადაირჩენდნენ თავს და მთელ კაცობრიობას. მაგრამ ჩვენს ისტორიულ სამშობლოში ხალხს თქვენს შესახებ არაფერი გაუგია, ხოლო ყოფილ და მოქმედ სომეხ პოლიტიკოსებს არ აწყობთ თქვენი მოსმენა და გაგონება. და მაინც, გვინდა სომხეთის შესახებ გაგესაუბროთ, რას ფიქრობთ აქ შექმნილ  სიტუაციაზე?

 

- დღეს არ არიან მოწინავე მსოფლიო დონის პოლიტიკოსები, ნუ ჩავთვლით მათ ასეთებად, წინააღმდეგ შემთხვევაში პლანეტას ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანდნენ. მაგრამ მოდით სომხეთს დავუბრუნდეთ. სომხეთი არაა გამონაკლისი, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აქაც კატასტროფული სიტუაციაა. მეტსაც ვიტყვი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქვეყანაში, რომელმაც პირველმა მიიღო ქრისტიანობა, მსოფლიოს სიბინძურემ მოიყარა თავი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სომხეთის ისტორიის ჭეშმარიტებაში ეჭვი შევიტანე. დავფიქრდი კიდევაც, სწორად თუ მოვიქეცი, როცა ქრისტიანობა მივიღე, სომეხი ერის ღირებულებებთან ერთად? შესაძლოა არც გვყოლია ის დიადი სარდლები, მეფეები, იქნებ მათაც დაუდიათ გარიგებები დივიდენდების სანაცვლოდ და გადაუციათ სომხური მიწები სხვადასხვა მფლობელებისთვის, სპარსებისთვის, არაბებისთვის და ა.შ. ათასი წლის წინ ერთმა სახელმწიფომ და ერმა დაიპყრო და მიითვისა სხვაა სახელმწიფოს – ბიზანტიის კულტურა, ასი წლის წინ ჩვენი წინაპრები – მამები, დედები, პატარა ბავშვები გაანადგურეს, ჩვენს დროში ისტორია განმეორდა, ხოლო დღევანდელ სომხეთში, ხალხი, რომლებზეც დამოკიდებულია ერისა და ქვეყნის აწმყო და მომავალი, რაღაც პრეფერენციების გამო ამ სახელმწიფოსთან მშვიდობასა და მეგობრობაზე გვესაუბრებიან, ყიდულობენ სასტუმროებისა და რესტორნების ასაშენებლად მიწებს ე.წ. თურქეთ–სომხეთის გზაზე. ასე მხოლოდ ლაჩარი და ბოროტი იქცევა. სტატიაში „ჭკუით რუსეთს რას გაუგებ...“ უკვე ვისაუბრე ეშმაკზე, რომელმაც სასწრაფოდ დატოვა თავისი სახლი (ამ შემთხვევაში სომხეთი). ის ჩქარობს, რადგან მშვენივრად იცის, რომ „მამების მემკვიდრეობის“ თითოეული კვადრატული მეტრის სანაცვლოდ მოხერხებული სომეხი კომერსანტები მრავალმილიონიან ანგარიშს მიართმევენ... და მას მოცემული გამოუვალი მდგომარეობიდან ერთადერთი გზა რჩება – ჯოჯოხეთის კარიბჭის გასაღები უნდა ჩაყლაპოს. უკვე აღარ გამიკვირდება, თუ ხვალ სომხეთში  მორიგი კინკლაობის მოწმენი გავხდებით, მაგრამ ამჯერად უკვე მეჩეთის მშენებლობის სანაცვლოდ მილიონად შეფასებული ტენდერის გამო. სომხეთში ადამიანური ცოდვების დიდ კონცენტრაციას ვხედავ. ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებმა დაუთმეს ადგილი სიძუნწეს, შურს, ჩაგვრას, პატივმოყვარეობას, გარყნილებას და ა.შ. ბანკირები ადამიანების უბედურებასა და ბედნიერებაზე მდიდრდებიან, პროცენტის სანაცვლოდ აძლევენ მათ გაუსაძლის კრედიტებს სამკურნალოდ, განათლების მისაღებად, მიცვალებულის დასაკრძალად და ქორწილის გადასახდელად. და რა არის ცენტრალური ბანკი და საერთოდ, ვინ არიან ეს ბანკირები? ისინი მსოფლიო სახელმწიფოების მართვის დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი არიან, რომელიც მათი მენეჯერის – სახელმწიფოს მეთაურის დახამრებითაც ახერხებს კანონიერად გაქურდოს საკუთარი ერი.

 

- სტატიაში, რომელიც რუსეთის გამომცემლობა „ნოვიე იზვესტიაში“ გამოქვეყნდა, თქვენ ხუმრობით თუ სერიოზულად, შესთავაზეთ კრიმინალურ ავტორიტეტებს, მოეპყრონ შრომა–გამოსწორების დაწესებულებებში მოხვედრილ ბანკირებს ისევე, როგორც პედოფილებს.

- ყველა ხუმრობაში ნაწილობრივ არის სიმართლეც. რადგანაც ეს ამაზრზენი არსებები ჩადიან დანაშაულს სახელმწიფოს დახმარებით, უნდა იცოდნენ, რომ არის მსოფლიოში ადგილი, სადაც არც სახელმწიფო, არც სასამართლო სისტემა მათ არ დაიცავს. სხვაგვარად როგორ მოვეპუროთ, თუ ადამიანები აფრიკაში ბავშვებს ნაწილებად ყიდდა? ყიდდნენ თირკმელებს, გულს და ა.შ. რათა ბანკის ვალები გაესტუმრებინათ. გესმით როგორ სამყაროში ვცხოვრობთ? ყველა უბედურება სხვაგან ხდება. უკვე დავწერე, რომ ბანკი და ფული – ეს ცხოვრებისთვის საჭირო საშუალებებია და არა პირიქით, ჩვენი სიცოცხლე – მათთვის საშუალება არ უნდა იყოს. ფული ღუპავს კაცობრიობას, ხოლო ადამიანი საკუთარი თავის გადასარჩენად ისწრაფვის ფულისკენ, აი ასეთი პარადოქსია. ისეთი კეთილშობილი პროფესიის მქონე ხალხმაც კი, როგორც ექიმებმა, აქ, სომხეთში ჰიპოკრატეს ფიცი დაივიწყეს და მიამბეს, რომ ავადმყოფებს ფულს სძალავენ. ამ ტურებს და მათ „პატრონებს“ ლიცენზია უნდა ჩამოართვან, მათი საკითხი უნდა დადგეს და გადაწყდეს უმაღლეს დონეზე, ჯანმოში. ფულმა ადამიანების გონება დაბინდა და ის მართავს მსოფლიოს, ომებს. ადამიანი, რომელიც პატიოსნად შრომობს და ქმნის რეალურ პროდუქციას, დამოკიდებულია და ემორჩილება ვირტუალური ფულის მქონე პარაზიტს. ეს აბსურდია, რომელსაც მიჰყავს კაცობრიობა დაღუპვამდე.

 

- კონკრეტულად სომხეთი ყარაბაღის ომში დამარცხების შემდეგ უფსკლულის წინაშე დგას, ასე რატომ მოხდა?

 

- 1990–იან წლებში სომხეთში ჯერ კიდევ იყვნენ, ჭკვიანი ადამიანები, ინტელექტუალები და თავიანთი საქმის პროფესიონალები, ხალხს ჰქონდა სინდისი და ა.შ. ჩვენ გავიმარჯვეთ პირველ ომში, მაგრამ ჭკუის გადინება უკვე დაიწყო, შემდეგ 30 წლის განმავლობაში სომეხი ერი ვაჭრობაში გადაიყვანეს, შეუცვალეს ღირებულებები. საბოლოო ჯამში, სომხეთმა ომი წააგო. სწორედ კორუფციაა ყველანაირი ომის ბუდე სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში. დღემდე პასუხგაუცემელი რჩება უამრავი კითხვა, რომლებიც ყარაბაღის ბოლო ომს უკავშირება. ეს ნამდვილად ომი იყო თუ ბინძური თამაში? ყარაბაღის პირველ ომში გამარჯვების შემდეგ არ შექმნილა არცერთი დაცვითი, თავდაცვითი სისტემა, მხოლოდ ძარცვა ხორციელდებოდა. ერთ სტატიაში უკვე დავწერე, რომ გამდიდრების გამო, თუ ასეთი შესაძლებლობა იყო, ეს ნაბიჭვრები სულ გაბურღავდნენ დედამიწას, უბრალოდ ცეცხლოვანი ლავა უშლით ხელს. ამ არსებებს რამე წმინდა რომ შერჩენოდათ, არ მიიყვანდნე ქვეყანას ასეთ საშინელ მდგომარეობამდე. და დღეს აღარაა მნიშვნელოვანი ვინ გაიმარჯვა ან ვინ დამარცხდა ამ ომში, იმიტომ რომ ხვალ შესაძლოა ყველაფერი პირიქით მოხდეს.

 

- როგორ დაასრულოს სომხეთმა მუხლებზე დგომა, რა უნდა გავაკეთოთ?

 

- უბრალოდ ფსონი უნდა გაკეთდეს ჭკუაზე, ადამიანურ კაპიტალზე, ინტელექტუალურ პოტენციაზე და არა ვაჭრებზე. ხოლო სომხეთში დღეს ადამიანურ კაპირალს ბტერბროდების გამყიდველი განაგებს. სომხეთი ჭკუას უნდა გადაარჩინოს, ჭკუას კი ვაჭარი მართავს. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ეს მორიგი აბსურდია. გაიგეთ, არცერთი ძლიერი სახელმწიფო არ შეუქმნიათ ვაჭრებს. ამ ნაბიჭვრებს სამშობლო იქ აქვთ, სადაც პირადი მოგება იქნება. სომხეთში ალბათ პირველად გავაჟღერებ და ვიტყვი, რომ ჩვენ არ გვჭირდება ხალხისგან მოპარული ფული (მართალია ის ქვეყნის, მისი სახელის, ხელმძღვანელობის თუ ბანკების დახმარებით იქნა გაძარცვული). დაწვით ეს ფული, მაგრამ შეცვალეთ ღირებულებები, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადარჩება სომხეთი.

 

- ბატონო ხაჩატრიან, სომხეთში მიმდინარეობს მშოთვარე პროცესები, რომლებიც სომხეთის განბლოკვას და გზების გახსნას ეხება, ამის შესახებ რას ფიქრობთ?

 

- ჩვენს რეგიონში ორი ქრისტიანული ქვეყანაა - სომხეთი და საქართველო. ჩვენ შეგვიძლია საერთო ინტერესების პოვნა. დღეს საქართველოს, თავის პლიუსებთან და მინუსებთან ერთად, აქვს დიდი შესაძლებლობები დააკავშიროს შავი და ხმელთაშუა ზღვები, თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ირანი.  ეს ქვეყანა შეიძლება გახდეს საკვანძო ჩვენს რეგიონში. ოდესღაც თბილისი ამიერკავკასიის კულტურული ცენტრი იყო. იქ ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობდა, სომხები გამოირჩეოდნენ თავიანთი მეცნიერებით, ქველმოქმედებით, კულტურის მოღვაწეებით. დღეს კი ორი ქრისტიანული ქვეყანა ბარიკადების საპირისპირო მხარეს დგას. და ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენ შეგვეძლო შეთანხმება სახელმწიფოსთან და ჩვენთვის მეგობრულ ხალხთან. შედეგად, სომხეთი ბლოკადაში აღმოჩნდა და საქართველო იძულებულია დააწესოს შეზღუდვები, მიუხედავად იმისა, რომ იქ პატიოსანი და გონიერი ქართველები არიან. ნუთუ 30 წლის განმავლობაში სომეხმა „პატრიოტებმა“ რკინიგზის გახსნა ვერ მოახერხეს? 30 წლის განმავლობაში ზედა პარსის ერთადერთი გზა სახელმწიფოს ვერ შეინახავს, ის ელიტის ფულის წყარო გახდა. სწორედ ეს ელიტა, ადგილობრივი თუ ყარაბაღის, არა ლამაზი თვალების გამო იღებდა საჩუქრებს სასტუმროების, ბანკების, ბინების, აგარაკების, ქარხნების სახით, როგორც საზღვარგარეთ ისე აქაც. მათი მძღოლები და დაცვის წევრებიც კი მილიონერები ახდნენ. ასეთი სახელმწიფო ან თავად აფეთქდება ან მას ააფეთქებენ, ის სიკვდილისთვისაა განწირული. უკანონო გამდიდრების გარდა ეს ელიტა და მათი მოსამსახურეები არაფერს აკეთებდნენ. ოფიციალურმა ერევანმა ამ ხნის განმავლობაში არცერთხელ არ მიმართა შესაბამის საერთაშორისო ინსტანციებს სომხეთის ბლოკადის გამო, არადა უკვე 19 წელის ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია და ჩვენი ერი ათობით მილიარდ დოლარს კარგავს, მას ფულის გამომუშავების საშუალება წაართვეს.

 

ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ, ბევრმა ქვეყანამ აღიარა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ახლა კი ამის შესახებ მთელი მსოფლიო ყვირის. მაშ რატომ არ უჩივის სასამართლოში ალიევი თავის მოქალაქეებს, არალეგიტიმურ პრეზიდენტებს და მათზე ძებნას არ აცხადებს? გამოდის, რომ ამ არალეგალებმა ასობით მილიონი დოლარის ტოტალური ძარცვის შემდეგ მიწები დაიბრუნეს. აქ ჩვენს იურისტებსაც გამოუჩნდებათ სამუშაო. ეს აზერბაიჯანის მოქალაქეები მკაცრად უნდა დაისაჯონ.

 

- ბატონო ხაჩატრიან, დღეს მიწები გადაცემულია, მაგრამ დარტყმები გრძელდება...

 

- ახლა მთელი მსოფლიო დარტყმის ქვეშაა. დღეს იწვის უკრაინა, რიგში დგანან ბალტიის ქვეყნები, ბელარუსი და ა.შ. რეგიონის კურატორებს შეუძლიათ ცხელი წერტილის ჩვენს რეგიონში გადმოტანა, თუ ახალი მიწებისა და გამარჯვებების პირობას გასცემენ. რთული არ იქნება მორიგი პროვოკაციის მოწყობა, სომხურ მხარეზე დამიზნებით. ასევე ავღნიშნავ, რომ სომხეთის მთელი ფინანსური–საბანკო სისტემა, ეკონომიკა ეკუთვნის დასავლეთს, აშშ–ს, ხოლო უსაფრთხოება რუსული გვაქვს. მალე დაიწყებენ სომხეთის დანაწილებას ინტერესების მიხედვით. ეს ფეთქებადსაშიში სიტუაციაა. ჩვენი რეგიონი ზოგადად ისედაც დიდი საფრთხის წინაშე დგას. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპამ და აშშ–მ უკვე დაიწყეს ირანთან მუშაობა რუსეთის საწიმააღდეგოდ, რათა საკუთარი თავი იაფი გაზითა და ნავთობით უზრუნველყონ. წარმოგიდგენიათ როგორ მიიღებს დამკვეთი – ისრაელი და თურქეთი ირანის გაძლიერებას? მაგრამ ეს ბევრად ღრმა და სხვა თემაა. დღევანდელ გეოპოლიტკურ ტრალიებში სომხეთისთვის ერთადერთი გამოსავალი გადასარჩენად ინტელექტუალური პოტენციალის გაერთიანებაა. ჩვენი „ტვინი“ უნდა ურთიერთობდეს მთელ მსოფლიოში მის მგავსებთან, უნდა მიიღოს და გასცეს რჩევები, უნდა იქონიოს გავლენა ამა თუ იმ სიტუაციაზე. უკვე ვისაუბრე ამ თემაზე ჩემს პუბლიკაციებში. სიმართლე გითხრათ, უკვე აღარ მაკვირვებს, რომ სომხეთს ათასობით წელი არ ჰქონდა სახელმწიფოებრიობა.

 

- რას ფიქრობთ ფაშინიანის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული კორუფციასთან ბრძოლის შესახებ? 

 

- დანამდვილებით ვიცი, რომ მოპარულ ფულს ბედნიერება არასოდეს მოაქვს არც ოჯახისთვის, არც სახელმწიფოსთვის. მე არ მაინტერესებს ბაქიაობა და ეკონომიკური მოჩვენებითობა. უბრალოდ დღეს მტკივნეული სანახავია, როგორი შრომით უწევთ ჩვენს ქალებს, ჩვენს დედებს სიცოცხლისთვის ბრზოლა, როგორი შრომით და რა პირობებში ზრდიან თავიანთ შვილებს – ქვეყნის მომავალ „ამაყ“ მოქალაქეებს. ქალი ხომ ინკუბატორი არ არის, როგორც ბევრი თვლის. ოჯახის მცველი დღეს ქვეყანაში ღირსეული, პატიოსანი შრომის ანაზღაურების არქონის გამო, იძულებულია დატოვოს სომხეთი ან გამოიტანოს უზარმაზარი კრედიტი. გმირებად კი ითვლებიან ისინი, ვინც ეს გააკეთა, ვინც დედებს ამაზრზენი პროცენტით მისცა ფული და არა პირიქით. ყველა ეს ნადირი, ბანკებით დაწყებული და სასამართლოს მანდატურებით დამთავრებული, მთელ მსოფლიოში სანქციების ქვეშ უნდა მკყვნენ. დღეს მე დავდექი ქალების გვერდით, რომლებმაც ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგეს. იმედია, მალე ვიხილატ ორგანიზაცია „დედა სომხეთი 21–ე საუკუნის“ საქმიანობის შედეგებს.

 

ჩემი თანამოსაუბრის სიტყვებმა დამაინტერესა და გადავწყვიტე დრო არ დამეკარგა, ამიტომ გავესაუბრე ორგანიზაცია „დედა სომხეთი 21- საუკუნის“ ხელმძღვანელს გაიანე გასპარიანს, რომელმაც შემდეგი რამ მითხრა:

 

„დღეს არავის სჯერა ცარიელი სიტყვების. ჩვენ უკვე მივმართეთ ყველა დედას სხვა ქვეყნებიდან, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციებში. საზღვარგარეთ, დედათა კავშირების გარდა, ინტელექტუალებიც გვეხმარებიან, არის საინფორმაციო მხარდაჭერაც. ჩვენი მეგობრები დაგეხმარებიან უცხოურ მედიაში ჩვენი საქმიანობის გაშუქებაში. შეთანხმება უკვე მიღწეულია მეზობელი ქრისტიანული სახელმწიფოს დედებთან და წინასწარი თანხმობა მივიღეთ ევროპიდან, რათა მოეწყოს დემონსტრაციები ხელისუფლების სხვადასხვა შტოს კორუმპირებული ჩინოვნიკების დასჯის მოთხოვნით. სადაც კორუფციაა, არის ომი, განადგურება, ზნეობის დაცემა.ოდესღაც სომხეთისა და უკრაინის დედებს რომ შეეჩერებინათ თავიანთ ქვეყნებში ტოტალური ძარცვა, დღეს ჩვენი შვილები ჩვენთან იქნებოდნენ. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ვიბრძოლოთ ჩვენი ოჯახების დამონების მანკიერ სისტემასთან. ყოველდღიურ რეჟიმში, ეს ნაბიჭვრები პროცენტების დახმარებით მუხლებზე აყენებენ სომხეთის მოქალაქეებს. არავინ ამბობს, რომ ბანკი, სახელმწიფოს დახმარებით იღებს ფილს და ურიგებს კრედიტებს უზნეოდ დიდი პროცენტებით, საკუთარ დედებს. ამის შესახებ ძალიან კარგად დაწერა თავის სტატიაში არბაკ ხაჩატრიანმა, აღნიშნა, რომ ლოკდაუნის დროს წაიშალა ტრადიციული ოჯახური ღირებულებები – ცოცხალი ურთიერთობა უახლოეს ხალხთან, სიყვარული, კოცნა, სექსი, დახურული საზღვრების გამო ვაჟი ვერ ჩაეხუტა დედას, მამა – ქალიშვილს, სამაგიეროდ პროცენტები და კრედიტები უცვლელი დარჩა. ყველა, ვინც ჩვენს უბედურებაზე მდიდრდება სანქციების ქვეშ უნდა მოხვდეს. არავინ უნდა დანაყრდეს „ბინძური ფულით“. წარმოიდგინეთ, რომ მთელ ევროპაში, აშშ–ში გაიყინება და ჩამორთმეული იქნება არა მხოლოდ ამ ხალხის საბანო ანგარიშები და ქონება, არამედ მათი ოჯახის წევრებისაც. მუ დაგვიბრუნებენ ამ მილიონებს, დარჩნენ იმ ქვეყნებში, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ ვითხოვთ ისინი იმ ქვეყნების კანონით გაასამართლონ, რომლებიც ამას ახროციელებენ. მაგალითად, ამერიკაში ასეთი ეკონომიკური დანაშაულისთვის სასჯელის ვადა 100 წელს აღწევს. დედებმა შობეს და დედები მოუღებენ მათ ბოლოს.

 

P.S. მსოფლიოში დახურული საზღვრების რეალობაში მედიის როლი ყოველდღიურად იზრდება. ზოგიერთისთვის ეს არის ინფორმაციის ერთადერთი წყარო. თვითმფრინავები არ დაფრინავენ, ქვეყნები არ იღებენ, გარიგებები იშლება, მოვაჭრეები კარგავენ გავლენას და სიმდიდრეს. ჟურნალისტებს და ინტელექტუალებს შეუძლიათ და უნდა გააერთიანონ თავიანთი პოტენციალი და ერთად ეცადონ სამყაროს კოლაფსიდან გამოყვანას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner