დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინას რუსეთის მიერ ახლახან დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერის ოფისი ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას და ის მიიჩნევს, რომ უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ პუტინის ძალების მიერ ახლახან დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება“, - აღნიშნეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში.