„რა მნიშვნელობა აქვს, კუბილიუსი იტყვის თუ მაგალითად სააკაშვილი, სალომე სამადაშვილი, დიღმელაშვილი, ან სხვა რომელიმე, ამ რევოლუციური იდეების ავტორი,“ - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები, იყვნენ მობილიზებული და მოლოდინი ჰქონდათ, რომ აქ მოხდებოდა რევოლუციური პროცესები და ისინი იქნებოდნენ ამის მონაწილენი, როგორც პოლიტიკური ერთეულები.
„კუბილიუსი ის ადამიანია, რომელმაც თავის ერთ-ერთ კოლეგასთან, მაღალი რანგის ევროპარლამენტართან ერთად განცხადება გააკეთა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ბარიერად დგას „ქართული ოცნება“, სხვა რა კომენტარს უნდა მოველოდოთ მისგან. არასამთავრობო ორგანიზაციები, იყვნენ მობილიზებული და მოლოდინი ჰქონდათ, რომ აქ მოხდებოდა რევოლუციური პროცესები და ისინი იქნებოდნენ ამის მონაწილენი, როგორც პოლიტიკური ერთეულები, აქ მოხდა მათი კიდევ ერთი გაწბილება. კუბილიუსი და კიდევ რამდენიმე ევროპარლამენტარი, გამოირჩევიან უტიფარი განცხადებებით საქართველოს მიმართ და არა ხელისუფლების მიმართ. რა მნიშვნელობა აქვს, კუბილიუსი იტყვის თუ მაგალითად სააკაშვილი, სალომე სამადაშვილი, დიღმელაშვილი, ან სხვა რომელიმე, ამ რევოლუციური იდეების ავტორი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.