logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ მობილიზებული და მოლოდინი ჰქონდათ, რომ აქ მოხდებოდა რევოლუციური პროცესები და ისინი იქნებოდნენ ამის მონაწილენი, როგორც პოლიტიკური ერთეულები
- +

5 ივლისი. 2022. 18:44

 

 

„რა მნიშვნელობა აქვს, კუბილიუსი იტყვის თუ მაგალითად სააკაშვილი, სალომე სამადაშვილი, დიღმელაშვილი, ან სხვა რომელიმე, ამ რევოლუციური იდეების ავტორი,“ - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები, იყვნენ მობილიზებული და მოლოდინი ჰქონდათ, რომ აქ მოხდებოდა რევოლუციური პროცესები და ისინი იქნებოდნენ ამის მონაწილენი, როგორც პოლიტიკური ერთეულები.

 

„კუბილიუსი ის ადამიანია, რომელმაც თავის ერთ-ერთ კოლეგასთან, მაღალი რანგის ევროპარლამენტართან ერთად განცხადება გააკეთა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ბარიერად დგას „ქართული ოცნება“, სხვა რა კომენტარს უნდა მოველოდოთ მისგან. არასამთავრობო ორგანიზაციები, იყვნენ მობილიზებული და მოლოდინი ჰქონდათ, რომ აქ მოხდებოდა რევოლუციური პროცესები და ისინი იქნებოდნენ ამის მონაწილენი, როგორც პოლიტიკური ერთეულები, აქ მოხდა მათი კიდევ ერთი გაწბილება. კუბილიუსი და კიდევ რამდენიმე ევროპარლამენტარი, გამოირჩევიან უტიფარი განცხადებებით საქართველოს მიმართ და არა ხელისუფლების მიმართ. რა მნიშვნელობა აქვს, კუბილიუსი იტყვის თუ მაგალითად სააკაშვილი, სალომე სამადაშვილი, დიღმელაშვილი, ან სხვა რომელიმე, ამ რევოლუციური იდეების ავტორი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner