გლდანის გამგეობა რაიონში არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები ჯავახეთის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 1 234 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა სრულდება, 4 129 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი ასფალტის საფარი დაიგება. ასევე, 1 555 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა ბეტონის გზა. აქამდე, აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოსახლეობა მოწესრიგებული გზით ისარგებლებს.
სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.
პროექტის განხორციელებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 676 320 ლარი დაიხარჯება.