logo_geo
eng_logo
გიორგი ჩოგოვაძე: 2016 წელი გამორჩეული და რეკორდულია ტურისტების რაოდენობით
- +

18 აგვისტო. 2016. 21:02


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ ყაზბეგში საოჯახო ტიპის სასტუმროები დაათვალიერა.


არსებული მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-ივლისში წინა წლის თვეებთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 34 პროცენტით არის გაზრდილი. მისი თქმით, ტურისტების მატება პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.



„2016 წელი, საერთოდ, გამორჩეული და რეკორდულია ტურისტების რაოდენობით. ყაზბეგშიც ტურისტების დიდი მოზღვავება იგრძნობა. სასიხარულოა, რომ ამ ყველაფერს ფეხი აუწყო უკვე კერძო სექტორმაც. იხსნება დამატებითი საოჯახო სასტუმროები. ზოგადად, აუცილებელია ყველამ იცოდეს, როდესაც ვსაუბრობთ ტურსიტების მატებაზე, ეს პირდაპირ ნიშნავს დამატებით შემოსავალს საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც ისევ კერძო სექტორზე ნაწილდება, ჩნდება დამატებიტი სამუშაო ადგილები. ტურისტები არიან რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყნიდან. მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტები სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც. საოჯახო სასტუმროები არის აუცილებელი, რადგან ეს ნიშნავს, რომ ტურისტს არჩევანი აქვს, როგორც ფინანსურ საკითხში, ასევე იმ სიტუაციის არჩევაში, როგორშიც მას სურს დროის გატარება. მათ უშუალოდ შეუძლიათ პირდაპირი კავშირი ჰქონდეთ ქართველებთან და შესაბამისად მიიღონ ყველა ინფორმაცია საქართველოზე და მათ შორის ყაზბეგზეც", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner